წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა
ალუმნი-გზა სკოლიდან პროფესიულ კარიერამდე
3
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში, 1 აპრილს, სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლის ალუმნებთან, რომელსაც X, XI და XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები: ელენე ალადაშვილი, ნინი კოპალეიშვილი, მარიამ თოფურიძე, თეგა ხელაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა. სპიკერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პროფესიის არჩევის პროცესში, უნივერსიტეტში სწავლის თავისებურებებსა და კარიერული განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში და ევროპაში, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას.
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები 2026
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, კულტურულ აქტივობებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.
პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის და საშუალებას აძლევს მათ:
გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა
მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება
გაეცნონ სხვადასხვა კულტურას
განივითარონ კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები
აშშ — ნიუ-იორკი / ვაშინგტონი
ასაკი: 13–18 წელი (VII–XII კლასები)ხანგრძლივობა: 2 კვირაფასი: $4,900
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-27 სასწავლო წლისთვის
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა უკვე 30 წელია წარმატებით ემსახურება განათლებას. მრავალწლიანი პრაქტიკა, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიონალი გუნდი ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოსწავლეები ბუნებრივად და სტაბილურად იზრდებიან.
სწავლება ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე პედაგოგიურ და მოსწავლეზე დაფუძნებულ მიდგომებთან. სასწავლო პროცესი აერთიანებს მრავალფეროვან ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებს, რომლებიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა, განივითარონ უნარები და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქციონ.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი-Ocean Apart, World Together
4
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განახორციელა — Ocean Apart, World Together თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯთან და ამერიკის ჯერმანთაუნის სატელევიზიო სკოლასთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას, მედია-განათლების განვითარებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში.
პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ როგორც რეპორტიორები და ფოტოგრაფები. პირველ ეტაპზე მათ მენტორების ხელმძღვანელობით გაიარეს ტრენინგები ვიზუალური თხრობის, ფოტოგადაღებისა და რეპორტაჟის მიმართულებით. შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებმა გადაიღეს ხუთი ვიდეო სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
ზამთრის ბანაკი 2026
3
2026 წლის ზამთრის საბანაკო შეხვედრა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილებით დასრულდა. წელს მოსწავლეები ბაკურიანში ორ ნაკადად გაემგზავრნენ, სადაც მეგობრულ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაუვიწყარი 8 დღე გაატარეს. საბანაკო პროგრამა მოიცავდა თხილამურებით სრიალს პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ასევე მრავალფეროვან შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე იყო მორგებული.
ამერიკული სადიპლომო პროგრამა – ახალი სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი
16
ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყეს. სწავლა მიმდინარეობს განახლებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკლასო ოთახებში, რაც ქმნის საუკეთესო გარემოს აკადემიური განვითარებისთვის.
ამერიკული სადიპლომო პროგრამა აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ისე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო სტანდარტებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ენიჭებათ დიპლომი, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც მათ საშუალებას აძლევს განაგრძონ განათლება როგორც ადგილობრივ, ისე წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
პირველი დღე სკოლაში
26
2025 წლის 15 სექტემბერს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ოფიციალურად დაიწყო 2025–2026 სასწავლო წელი. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეები განახლებული ენერგიით დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს.
პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელებისთვის: ისინი მშობლებთან ერთად ეწვივნენ სკოლას, გაიცნეს დამრიგებლები და დაათვალიერეს საკლასო ოთახები. მოსწავლეთა ადაპტაციის გასამარტივებლად სკოლამ სპეციალური გასართობი პროგრამა მოაწყო, რამაც დღე კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა.
საზაფხულო ბანაკი ახალდაბაში
15
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ყოველწლიურად აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, დაუვიწყარი 10 დღე გაატარონ ახალდაბის საზაფხულო ბანაკში — ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში.
ბანაკი განკუთვნილია III-X კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს ბავშვების ზოგად განვითარებას სასკოლო სივრცის ფარგლებს გარეთ.
ბანაკში გატარებული დღეები არა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს ტოვებს მოსწავლეებში, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ პიროვნულ ზრდაში. მოსწავლეები ბანაკიდან ბრუნდებიან უფრო დამოუკიდებლები, მოტივირებულები და სოციალურად აქტიურები.
"ბავშვები ბავშვებისთვის"-26 მაისის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
20
2025 წლის 26 მაისს წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
"ბავშვები ბავშვებისთვის“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდა სასკოლო საზოგადოება 15 წლის რომიკო დგებუაძის დასახმარებლად.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ნამუშევრები, კულინარიული ნაწარმი და სხვა ორიგინალური პროდუქცია, რომელიც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევდა, შეეძინათ ნივთები და ამ გზით მხარდაჭერა გაეწიათ ბენეფიციარისთვის.
ბოლო ზარი 2025
22
20 მაისს XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლამ უკვე მეთვრამეტე თაობა გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მასწავლებლებმა და თანასკოლელებმა თბილი სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები. ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა მოსწავლეთა სკოლის წლებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს.
მოგვიანებით, სკოლის ეზოში გაიმართა სამახსოვრო წარწერების ტრადიციული ეტაპი, სადაც მოსწავლეებმა თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილები და სიტყვები დაუტოვეს.
ამერიკული სადიპლომო პროგრამის ღია კარის დღე
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ წარმატებით გაიარა ამერიკული სადიპლომო პროგრამის - COGNIA აკრედიტაცია. COGNIA გახლავთ გლობალური, მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქტიურად მოქმედებს მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაში. დღეისათვის მისი აკრედიტაციითა და სერტიფიცირებით 40 000 საჯარო და კერძო დაწესებულება სარგებლობს, რომელთა რიგებშიც უკვე ჩვენი სკოლაც შედის.
ამერიკული სადიპლომო პროგრამით დაინტერესებული მშობლებისთვის 22 მარტს, 12 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც გაეცნობით ინფორმაციას სწავლების მეთოდოლოგიის და კურიკულუმის, სერტიფიცირებული ამერიკული დიპლომის უპირატესობების, AP საგნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
ღია კარის დღე
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში 23 თებერვალს, 13 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ სკოლის ადმინისტრაციას, გაიცნოთ პედაგოგები, დაათვალიეროთ საკლასო ოთახები და სკოლის ინფრასტრუქტურა, გაიგოთ მეტი სასწავლო პროგრამის შესახებ და აღმოაჩინოთ მრავალფეროვანი ექსტრაკურიკულური აქტივობები.
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას COGNIA-ს აკრედიტაცია მიენიჭა
„წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ“ 2024 წლის 18 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვა.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სკოლის განვითარების გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს განათლების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების American International Accreditation Protocol-ის აღიარებას.
წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მედიაწიგნიერების ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
6
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამართული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.
ჩვენი სკოლის მეოთხე კლასელების მიერ შექმნილმა სახალისო ვიდეომ, რომელიც კრეატიული და ინოვაციური მიდგომით ასახავს დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებს, ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
კომუნიკაციების კომისიამ ჩვენი სკოლა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკით დააჯილდოვა, რაც მოიცავს:
COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი
3
ამერიკული პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი.
ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული სადიპლომო პროგრამის დანერგვის გზაზე სკოლისა და სასწავლო გარემოს შეფასება, საერთაშორისო სტანდარტებთან სასკოლო პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი.
COGNIA-ს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან:სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებსა და კათედრის ხელმძღვანელებთან, მშობლებსა და მოსწავლეებთან.
მასწავლებლის კვირეული
15
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს სკოლაში გაიმართა მასწავლებლის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა.
მასწავლებლის კვირეულმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მასწავლებლების უდიდესი როლი და წვლილი ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის პროცესში.
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ყველა პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს!
პირველი დღე სკოლაში
6
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში პირველმა დღემ განსაკუთრებულად მხიარულად და საზეიმოდ ჩაიარა.
დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი და ამ დაუვიწყარ თავგადასავალში ჩვენი პირველკლასელებიც შემოგვიერთდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
Cognia-ამერიკული განათლება
2024 წლის სექტემბრიდან წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ ამერიკულ პროგრამას.
რატომ ამერიკული პროგრამა?
ამერიკული აკრედიტაცია COGNIA-ს მიერ ემსახურება 40,000 საჯარო და კერძო დაწესებულებას დაწყებითი საფეხურიდან საშუალო სკოლის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კიდევ 90 ქვეყანაში.
American High School Diploma: მიიღებთ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც გაგიხსნით გზას მსოფლიოს წამყვანი და საუკეთესო უნივერსიტეტებისკენ.
ამერიკული პროგრამა VIII-XIl კლასის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან ამერიკულ კურიკულუმს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში.
საზაფხულო ბანაკი ახალდაბაში
8
ჩვენი მოსწავლეები ზაფხულის ცხელ დღეებს ახალდაბაში, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში ატარებენ. ბანაკში ვერცერთ წამს მოიწყენ, აქ თითოეული დღე განსაკუთრებულია და დაუვიწყარი.ჩვენი ყოჩაღები სალაშქროდაც დადიან, სტუმრობენ მუზეუმებს, არც ფიზიკური ვარჯიში ეზარებათ და არც კითხვის საათი ავიწყდებათ, განსაკუთრებულად კი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ელოდებიან და დიდი ჟრიამულით გულშემატკივრობენ ჩვენს ფეხბურთელებს.
26 მაისის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
9
26 მაისს ჩვენს სკოლაში ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
"ერთად ერთმანეთისთვის" - ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდა სასკოლო საზოგადოება ჩვენი მოსწავლის მამის და ჩვენი საყვარელი პედაგოგის მეუღლის, ლევან ზუროშვილის დასახმარებლად.
ხელოვნებისა და სპორტის კათედრამ შეაჯამა მთელი წლის საქმიანობა.ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა თემატური ზონაში შეეძინათ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მათ მიერვე შექმნილი კულინარიული ნამუშევრები.
ასევე, გამოვლინდნენ სკოლის ჩემპიონები ჭადრაკში, მხიარულ სტარტებში, რაგბსა და ფეხბურთში.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
2
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა
მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის პროფესიების მრავალფეროვნებისა და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ამ მიზნით  ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი-ის, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ის, ISET - International School of Economics - ისა და თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University-ის  წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა ავტორთან - კატო ჯავახიშვილი
3
ავტორის სტუმრობა ჩვენი წიგნიერი მოსწავლეებისთვის დიდი და მნიშვნელოვანი ამბავია.
ამჯერად მეხუთეკლასელ წიგნის კლუბელებს მწერალი კატო ჯავახიშვილი ესტუმრა, რომლის "სიყვარულით ელლი" სულ ახლახანს წაიკითხეს ჩვენმა ჭკვიანებმა.
შეხვედრაზე სტუმარმა და პატარა მასპინძლებმა სიამოვნებით უპასუხეს ერთმანეთის კითხვებს და გააზიარეს კითხვით მიღებული შთაბეჭდილებები.
ჩვენი სტუმრისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო ბავშვების მიერ შექმნილი და წაკითხული "წიგნიდან გაპარული ამბები" აღმოჩნდა.
მადლობას ვუხდით ჩვენი მკითხველების საყვარელ ავტორს სკოლაში სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.
ღია კარის დღე
2
23 მარტს წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მშობლებს სკოლის აკადემიურმა ნაწილმა გააცნო ინფორმაცია სასწავლო პროგრამის, სწავლის უპირატესობების, ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და სკოლის სამომავლო გეგმების შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო სკოლის ტური ჩვენი მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სტუმრებს დაათვალიერებინეს სკოლის სივრცე, საკლასო ოთახები და ინფრასტუქტურა.
მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს, ვინც ჩვენს სკოლას ირჩევს.
სტუმრად საზოგადოებრივ მაუწყებელში
2
მე-8 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს პირველ არხს ეწვივნენ. ვიზიტის წინაპირობას კი მათ მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად შექმნილი პროექტი „თანამედროვე მოზარდი და ტელესივრცე“ წარმოადგენდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პავილიონები, საეთერო, ესტუმრნენ საქართველოს რადიოს და გაეცნენ სატელევიზიო გადაცემის შექმნის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში მერვეკლასელები შეხვდნენ გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, რომელთანაც საინტერესო დისკუსია გაიმართა წიგნიერებასთან და განათლების გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კიბერუსაფრთხოების ტრეინინგი მოსწავლეებისთვის
BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-ს მხარდაჭერით ჩვენი მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც პროფესორი და კიბერ-სტრატეგიის მკვლევარი ანდრო გოცირიძე უძღვებოდა.
შეხვედრის მიზანს მოზარდებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.
ზამთრის ბანაკი 2024
სკოლის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების დამეგობრება და ერთ გუნდად შეკვრა. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა საბანაკო შეკრებაა, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში აგრძელებენ საგაკვეთილო პროცესს.
წელს ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო 8 დღე გაატარეს ბაკურიანში, რომელიც მათი ინტერესების გათვალისწინებით მრავალფეროვანი სახელოვნებო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ინსტრუქტორების დახმარებით, „გიორგელებმა“ მარტივად აითვისეს თხილამურებით სრიალი და ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
შპს „წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის“ ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით
თანამედროვე ეპოქაში ადამიანის ცხოვრება კომპიუტერული ტექნოლოგიისა და ინტერნეტის გარეშე წამოუდგენელია. უამრავ შესაძლებლობასთან ერთად ინტერნეტს ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და გადაცემის ფუნქცია აქვს. ამიტომაც დროის უდიდეს ნაწილს ადამიანები ელექტრონულ მოწყობილობებთან ატარებენ. ბოლო პერიოდში  განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანები სერიალების მიმართ იჩენენ, რომლებიც ინტერნეტსივრცეში სწრაფად ვრცელდება. ასევე იქმნება ახალი თამაშები და ვიდეოები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ მოზარდებში.
ინტერნეტში ნავიგაციას  ბავშვები/მოზარდები მარტივად ახერხებენ. მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვებისა, მოზარდებისთვის ნებისმიერი მასალა მაინც ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბავშვებისა და მოზარდების ონლაინსივრცეში მუშაობა.
პირველკლასელების პირველი ნაბიჯები ჩვენს სკოლაში. 🎉🎉
8
სკოლის მისია
სკოლის დევიზია: “non scholae sed vitae discimus” – “ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“.
როგორ შევაყვაროთ ბავშვს მათემატიკა
ამ დროს შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, რომ პატარას საგნის სწავლის სურვილი გაუჩნდეს.
თავდაპირველად ბავშვს მეცადინეობის ნაცვლად, საგნის თამაშით შესწავლა შევთავაზოთ, რადგან თამაშში იგი ბევრად თავისუფლად იგრძნობს თავს და მეტ ინტერესსაც გამოავლენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვთან ერთად მათემატიკური ამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნის პროცესი უფროსებისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. ამ დროს მეგობრულად ვითანამშრომლოთ მასთან, ყოველგვარი კრიტიკისა და შედარებებისგან თავი შევიკავოთ (ბავშვს შეცდომების დაშვების არ უნდა ეშინოდეს) და დავარწმუნოთ, რომ დაუძლეველი არაფერია.
და ბოლოს, ჩვენც მივუდგეთ ამ საგანს როგორც შემოქმედებითს, საინტერესოსა და ძალიან სახალისოს - ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენი პატარას ინტერესსა და სურვილზე მათემატიკის სწავლის მიმართ.
კითხვის გაკვეთილი ბუნებაში
ჩვენი სკოლის მწვანე და მზის სხივებით სავსე ეზოში ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებამ, ქართულის კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი კიდევ უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გახადა
ჭადრაკის ტურნირი
ტურნირი დაძაბულ გარემოში, დიდი კონკურენციით წარიმართა
ქულათა მაღალი სხვაობით ფინალში ორი კლასი გავიდა, სადაც საბოლოო ამოცანის ამოხსნის შედეგად საპრიზო კატეგორიები ასე გადანაწილდა:
I ადგილი მოიპოვა IVზ კლასმა.
II ადგილი კი IVბ კლასმა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს.
ღია კარის დღე 2021 წელი
შეხვედრები ორ ეტაპად გაიმართა, სადაც დეტალურად გავაცანით ჩვენი სკოლის სტრუქტურა, სწავლების მეთოდოლოგია და ამომწურავად ვუპასუხეთ ყველა დასმულ შეკითხვას.
რა თქმა უნდა, ყველაფერმა სრული რეგულაციების დაცვით ჩაიარა.
დიდი მადლობა მობრძანებისა და დაინტერესებისთვის!
#ღიაკარისდღე
ბოლო ზარი 2021 წელი
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, ბევრი მხიარულება და უამრავი კეთილი სურვილი - ჩვენი საყვარელი კურსდამთავრებულების დამშვიდობების ცერემონია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
დამრიგებლის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დამშვიდობების შემდეგ სახალისო ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
უმცროსკლასელების ჟრიამულისა და ფოიერვერკების ფონზე დაირეკა ბოლო ზარი სკოლის შენობაში.
დღე მაისურებზე სამახსოვრო მინაწერების გაკეთებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა.
კალათბურთის წრე
ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლონ კალათბურთს, მოხვდნენ საშეჯიბრო გუნდებში, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ჩემპიონატებში, შეიძინონ ახალი მეგობრები ან უბრალოდ ისიამოვნონ სპორტის ამ სახეობით.
ვარჯიშებს “აკადემიის” პროფესიონალი მწვრთნელები გაუძღვებიან.
საკალათბურთო სკოლაში მიიღებიან I-VIII კლასის მოსწავლეები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 96 42 43
როგორ შევაყვაროთ კითხვა მოზარდს
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ პატარებს კითხვის ინტერესი გაუღვივონ?
აჩუქეთ წიგნები - სწორად შერჩეულ წიგნზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს. მოიძიეთ საუკეთესო საბავშვო წიგნები, ან ისინი, რომლების შესახებაც პოპულარული ფილმებია გადაღებული. გარდა ამისა, შეგიძლიათ წიგნების მაღაზიაშიც ერთად წახვიდეთ და არჩევანის გაკეთების საშუალებაც მისცეთ.
აჩვენეთ, რომ თქვენც გიყვართ კითხვა - ბავშვები ხშირად იმეორებენ უფროსების ქცევებს. საწყის ეტაპზე, თუ იმავე წიგნით დაინტერესდებით, რომელსაც თქვენი შვილი კითხულობს, მას საშუალებას მისცემთ, რომ გაგიზიაროთ თავისი აღფრთოვანება და აზრები სხვადასხვა პერსონაჟის შესახებ.
მომავლის პროფესიები
მოსწავლეებმა მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვა, მიტანის სერვისის ავტომატიზირება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, ჰიგიენური პროცედურების გამარტივება და დაცვა Covid 19 ის დროს.
სახალისო და საინტერესო გაკვეთილებთან ერთად, ბავშვები გაეცნენ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და გარკვეული გამოცდილებაც მიიღეს.
შეხვედრა ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან
სწორედ ამ თემებზე დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის მიზნით „წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მოვიწვიეთ. მან მუშაობის საინტერესო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაგვიზიარა.
დიდი მადლობა ქალბატონ მარინას საინტერესო შეხვედრისთვის.
1
კანდინსკი და ჩვენი მოსწავლეები
პროექტ "აბსტრაქციას" ფარგლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა ვასილი კანდინსკის ნამუშევრების მიხედვითა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით კომპოზიციები ააწყეს
გამოვიდა და თუ არა ექსპერიმენტი, თქვენ შეაფასეთ
სკოლის ფსიქოლოგების შეხვედრა მოსწავლეებთან
დღის განრიგი, მისი სწორად ფორმირება და განხორცილება - ბავშვებმა ძირითადი თემების გარშემო ბევრი ისაუბრეს, დისკუსიაშიც ჩაერთვნენ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც კი გაუზიარეს.
7