მთავარი
ამერიკული სადიპლომო პროგრამა
მიიღეთ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და მსოფლიოში აღიარებული დიპლომი
- დარეგისტრირდი
2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
30-წლიანი წარმატებული პრაქტიკით შექმნილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე თქვენი შვილებისთვის. ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენასა და მათ ყოველდღიურ პროგრესს.
- დარეგისტრირდი
სკოლამდელი საფეხური
აქ პატარები სწავლობენ გარემოსთან ურთიერთობას, მეგობრობას და იმ უნარებს, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ჩვენი პროგრამა მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს ბავშვის ინტერესებს, რათა შემეცნების პროცესი ბუნებრივი და სახალისო იყოს.
- დარეგისტრირდი
სიახლეები
როგორ გამოვიყენოთ ზაფხულის არდადეგები ბავშვის განვითარებისა და შემეცნებისთვის?
ზაფხულის არდადეგები ბავშვისთვის მხოლოდ დასვენების პერიოდი არ არის. ეს არის ფსიქოლოგიური განტვირთვის, ემოციური აღდგენისა და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ დროს ეძლევა ბავშვს შესაძლებლობა, სასწავლო წლის დატვირთვის შემდეგ ძალები აღიდგინოს, ახალი გამოცდილება მიიღოს და ინტერესების შესაბამისად განვითარდეს.
ბოლო ზარი 2026
12026 წლის 20 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა მე-19 გამოშვების მოსწავლეთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება. ეს დღე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულს და ახალი შესაძლებლობებით სავსე გზის დასაწყისს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში დამამთავრებელმა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად გაიხსენეს სკოლის წლები, მნიშვნელოვანი მიღწევები და ის გამოცდილება, რომელმაც თითოეული მათგანის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ალუმნი-გზა სკოლიდან პროფესიულ კარიერამდე
3პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში, 1 აპრილს, სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლის ალუმნებთან, რომელსაც X, XI და XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები: ელენე ალადაშვილი, ნინი კოპალეიშვილი, მარიამ თოფურიძე, თეგა ხელაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები 2026
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, კულტურულ აქტივობებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.
პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის და საშუალებას აძლევს მათ:
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-27 სასწავლო წლისთვის
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა უკვე 30 წელია წარმატებით ემსახურება განათლებას. მრავალწლიანი პრაქტიკა, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიონალი გუნდი ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოსწავლეები ბუნებრივად და სტაბილურად იზრდებიან.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი-Ocean Apart, World Together
4წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განახორციელა — Ocean Apart, World Together თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯთან და ამერიკის ჯერმანთაუნის სატელევიზიო სკოლასთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას, მედია-განათლების განვითარებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში.