მთავარი

      • ამერიკული სადიპლომო პროგრამა

      • მიიღეთ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და მსოფლიოში აღიარებული დიპლომი

      • დარეგისტრირდი
      • ამერიკული სადიპლომო პროგრამა
      • 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

      • 30-წლიანი წარმატებული პრაქტიკით შექმნილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე თქვენი შვილებისთვის. ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენასა და მათ ყოველდღიურ პროგრესს.

      • დარეგისტრირდი
      • სკოლამდელი საფეხური

      • აქ პატარები სწავლობენ გარემოსთან ურთიერთობას, მეგობრობას და იმ უნარებს, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ჩვენი პროგრამა მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს ბავშვის ინტერესებს, რათა შემეცნების პროცესი ბუნებრივი და სახალისო იყოს.

      • დარეგისტრირდი
  • სიახლეები

        • 2026–2027 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლაში

          წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წელი დაიწყო.

          15 სექტემბერს სკოლამ მოსწავლეებს ახალი აკადემიური წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო პროცესი ახალი მიზნებითა და გეგმებით განახლდა.

          განსაკუთრებით ემოციური იყო სწავლის დაწყება ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებიც სკოლის დიდ ოჯახს პირველად შემოუერთდნენ.

        • საზაფხულო ბანაკი აშშ-ში

          წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში გაატარეს. პროგრამა აერთიანებდა საგანმანათლებლო, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, ინგლისური ენა ყოველდღიურ გარემოში გამოეყენებინათ, გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურასა და ისტორიას და საერთაშორისო გარემოში ახალი გამოცდილება მიეღოთ.

        • ბოლო ზარი 2026

          2026 წლის 20 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა მე-19 გამოშვების მოსწავლეთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება. ეს დღე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულს და ახალი შესაძლებლობებით სავსე გზის დასაწყისს აღნიშნავს.

          ღონისძიების ფარგლებში დამამთავრებელმა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად გაიხსენეს სკოლის წლები, მნიშვნელოვანი მიღწევები და ის გამოცდილება, რომელმაც თითოეული მათგანის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

        • ალუმნი-გზა სკოლიდან პროფესიულ კარიერამდე

          პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში, 1 აპრილს, სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლის ალუმნებთან, რომელსაც X, XI და XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

          შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები: ელენე ალადაშვილი, ნინი კოპალეიშვილი, მარიამ თოფურიძე, თეგა ხელაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

        • საერთაშორისო საზაფხულო ბანაკები 2026

          წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, კულტურულ აქტივობებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.

          პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის და საშუალებას აძლევს მათ: