კარიერული ზრდის პროგრამა

      • პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა: გზა წარმატებული მომავლისკენ

      • წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ჩვენ გვესმის, რომ პროფესიის არჩევა არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ ცხოვრების სტილისა და ღირებულებების შერჩევაა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ უნიკალურ მხარდაჭერას, რომელიც ბაზარზე ჩვენს სკოლას გამორჩეულს ხდის.

        სტრატეგიული პარტნიორობა და საუნივერსიტეტო მრჩეველი

        ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან. IX-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს:

        • საუნივერსიტეტო პროგრამების გაცნობა: პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა კონკრეტული ფაკულტეტებისა და კურიკულუმების მიხედვით.
        • ღია კარის დღეები და ღონისძიებები: ერთობლივი შემეცნებითი აქტივობები უმაღლეს სასწავლებლებთან.

        საერთაშორისო პერსპექტივა: Cognia-ს აკრედიტებული ამერიკული დიპლომი ჩვენს მოსწავლეებს ანიჭებს უპირატესობას აშშ-ის, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებში.

  • პრაქტიკა და რეალური გამოცდილება

      • მშობელთა პროფესიული ქსელი
      •  

        შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ მშობლებთან, რომლებიც უზიარებენ მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას და მასპინძლობენ მათ სამუშაო ადგილებზე.

      • ინდუსტრიული ვიზიტები
      •  

        ექსკურსიები საწარმო-დაწესებულებებში სხვადასხვა პროფესიის სამუშაო გარემოს გასაცნობად.

      • დამრიგებლის საათი
      •  

        სისტემატური სესიები კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით.