სასკოლო კლუბები/წრეები

        • რობოტიკის კლუბი AlgoPlay

        • რობო-კლუბი წმ. გიორგის საერთაშორისო სკოლაში სიახლეებით გიბრუნდებათ. დავამატეთ ახალი პროგრამები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის და ვაცხადებთ მიღებას. მეცადინეობები დაიწყება ოქტომბრიდან.
          ჩვენს კლუბში მოსწავლეები შეისწავლიან მექანიკური ინჟინერიის, ფიზიკისა და რობოტიკის საფუძვლებს, განივითარებენ შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარს.

          ჩვენ ვასწავლით ხალისით და თამაშით, ლეგოს ტიპის მოდელებზე.

          ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ ამერიკულ,  Young Engineers-ის პროგრამებს, რომლებიც სპეციალურად შემუშავდა ერთობლივად პედაგოგების, ინჟინრებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ.  ჩვენი პროგრამები Harvard School of Education-ისა და ევროკომისიის მიერ  აღიარებულია როგორც თანამედროვე განათლების საუკეთესო მეთოდოლოგიის მქონე.

          პროგრამას გაუძღვებიან Young Engineers-ის სერტიფიცირებული ტრენერები.

          კლუბში ვიღებთ მოსწავლეებს მე-2-დან მე-6 კლასის ჩათვლით.

          თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 16-ია. ჯგუფები შეივსება რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.  
          შეხვედრა ტარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილი ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი.


          მეცადინეობების განრიგი:
          II კლასი: ოთხშაბათი 15:45 

          III კლასი: ორშაბათი 15:45

          IV კლასი: სამშაბათი 16:00

          V კლასი: ოთხშაბათი 14:30

          VI კლასი: სამშაბათი 14:50
           

          კლუბის ყოველთვიური საფასურია 150 ლარი (4 შეხვედრა). დედმამიშვილებისთვის გთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას. თანხის გადახდა ხდება ყოველი თვის 5 რიცხვამდე საბანკო ანგარიშებზე. რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით შესაბამისი დეტალებით.

          შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კლუბის წარმომადგენელს, ნანა ცერცვაძეს:

          ტელ. 599294459;
          ელ-ფოსტა: Nana@youngengineers.org