სასკოლო კლუბები/წრეები
რობოტიკის კლუბი AlgoPlay
კლუბის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს კოდირების საფუძვლები, განუვითაროს შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარი.
კლუბის წევრები შეძლებენ სახალისო, ლეგოს ტიპის მოდელებზე ისწავლონ მექანიკური ინჟინერიის და კოდირების საფუძვლები.
AlgoPlay პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო კომპანიის, Young Engineers-ის პედაგოგებისა და ინჟინრების მიერ და აღიარებულია ჰარვარდის განათლების სკოლისა და ევროკომისიის მიერ.
პროგრამას გაუძღვებიან Young Engineers-ის სერტიფიცირებული ტრენერები.
კლუბი AlgoPlay განკუთვნილია მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 16-ია. საწყის ეტაპზე დაკომპლექტდება მხოლოდ ერთი ჯგუფი იმ მოსწავლეებით, ვინც პირველი შეავსებს განაცხადს. მზარდი ინტერესის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში დაემატება მეორე ჯგუფიც.
შეხვედრები ჩატარდება ხუთშაბათობით 14:50-დან 16:10-მდე, სკოლაში.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ნანა ცერცვაძე 599294459; ელ-ფოსტა: Nana@youngengineers.org
