სასკოლო კლუბები/წრეები
ანიმაციის წრე
• ანიმაციური წრის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან ანიმაციის ისტორიას. ვაჩვენებთ ისტორიაში გაკეთებულ პირველ ანიმაციურ ნიმუშებს.
• ბავშვები ასევე შეისწავლიან თუ რა ტიპის ანიმაციები არსებოს (2D, 3D, vector-based, stop motion etc) და როგორ და რა მეთოდებით იქმნებიან ისინი. ახსნილი იქნება ყოველი სტილის პლიუსები და მინუსები, თანდაყოლილი ანიმაციური მაგალითებით.
• ბავშვები იწყებენ მარტივი ანიმაციური ვარჯიშებით და ანიმაციური სატესტოებით.
• ბავშვები სწავლობენ თავიანთი პერსონაჟის შექმნას და ისტორიის მოფიქრებას.
• ასევე ისწავლება “storyboard”-ის კეთება (საბაზისო დონეზე).
• ბავშვები თავიანთ მოფიქრებულ პერსონაჟზე და ისტორიაზე ქმნიან თავიანთი სცენარის “storyboard”-ს (მათი მოთხრობის ყველაზე მნიშნელოვანი სცენების სკეტჩები), რომელიც შემდეგ უნდა გარდაიქმნას ანიმაციად.
• სწავლას აქვს ინდივიდუალური ხასიათი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად ბავშვს რომელი ტიპის ანიმაციისკენ აქვს მიდრეკილება. მაგალითად: ბავშვს რომელსაც უყვარს ხელით თოჯინების კეთება (პლასტელინისგან ან ლეგო სათამაშოებიდან), დიდი ალბათობით ექნება მიდრეკილება stop-motion ანიმაციისკენ, ხოლო ბავშვს რომელსაც უყვარს ხატვა, ექნება მიდრეკილება ან კლასიკური step by step 2D (frame by frame) ანიმაციისკენ ან ვეკტორული ანიმაციისკენ.
• ბავშვების საბოლოო ამოცანაა შექმნან თავიანთი მოკლე (1-2 წუთიანი) ანიმაცია.
• ბავშვების ასაკი - მე- 3 კლასიდან და ზემოთ.
• ტექნიკური აღჭურვილობა - საჭირო იქნება სახატავი მოწყობილობა, რომელიც შეერთდება კომპიუტერში - მაგალითად Wacom-ის ტაბლეტი, ან ipad-ი, ან რაიმე სხვა ტიპის პლანშეტი.შეხვედრები ჩატარდება: კვირაში 1 გაკვეთილი (1 საათი) სამშაბათობით 15:00 სთ. (დღის ცვლილება შესაძლებელია).
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გიორგი ბადაშვილს 595454014
