სასკოლო კლუბები/წრეები

        • ბერძნული ენის წრე

        • წელსაც გეპატიჟებით ბერძნული ენის წრეზე V, VI და  VII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეები შეითვისებენ ბერძნული ენის საბაზისო ელემენტებს, ისწავლიან წერა-კითხვას, საუბარს, ასევე ბერძნულ მითებსა და ლეგენდებს, სიმღერებს, გაეცნობიან ბერძნული ცივილიზაციის ელემენტებს და გაიღრმავებენ ცოდნას ბერძნული კულტურული ძეგლების შესახებაც. ეცოდინებათ, სად დაიბადა თეატრი, ვინ იყო და რა დაწერა ჰომეროსმა, ვინ არიან ის ძველი ბერძენი მოაზროვნეები, ფილოსოფოსები  თუ მეცნიერები, რომლებმაც უამრავ მეცნიერების დარგს ჩაუყარეს საფუძველი.      

          მოსწავლეებს სახელმძღვანელოები დაურიგდებათ უფასოდ. დავალებები იქნება მინიმალური,  ფაქტობრივად სამუშაო პროცესი გაკვეთილზე განხორციელდება. საწრეო მეცადინეობების უმთავრესი პირობაა ახალი ცოდნის მიღება ხალისიან და შემეცნებით გარემოში. 

          გაკვეთილები ჩატარდება ხუთშაბათს, 15:10 საათზე, გაკეთილის ხანგრძლივობა 1 საათი.  გაკვეთილებს წარმართვას თსუ დოქტორანტი, ნეოგრეცისტი სალომე გვენცაძე. მეცადინეობებს ასევე დაესწრება და გაგვიმრავალფეროვნებს ხოლმე საბერძნეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი ამალია ფილიპაკი. 

          ბერძნული ენის წრეზე დარეგისტრირებული მოსწავლეები ბოლო წლების განმავლობაში სურვილისამებრ მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბერძნული ენის კათედრის თუ საბერძნეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში, გამარჯვებულ მოსწავლეებს აჯილდოებს საელჩო.  შარშან ჩვენი სკოლის  მოსწავლეებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები.