სასკოლო კლუბები/წრეები
მულტიმედია კურსი
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი VIII და IX კლასების მოსწავლეებს სთავაზობს მულტიმედია სპცეიალურ კურსს, რომლის მიზანია მულტიმედიური პროდუქტის მაღალ სამოყვარულო დონეზე მომზადება.
კურსის აღწერა: კურსი მოიცავს საკონტაქტო და პრაქტიკულ საათებს. საკონტაქტო საათები ჩატარდება თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში - უზნაძის ქ. N68.
გთავაზობთ 3 პაკეტს:
მინიმალური პაკეტი: პროგრამა წარიმართება სამი თვის მანძილზე, კვირაში ორჯერ, 3-3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით. შესაძლებელია 1 დღე იყოს შაბათი. პროგრამაში შეტანილია ჟურნალისტიკის, ვიდეო გადაღების, ვიდეო მონტაჟისა და გამოსახულების გრაფიკული გაფორმების საკითხები.
თითოეულ კურსდამთავრებულს შეეძლება თემის მიხედვით მულტიმედიური ნამუშევრის დრამატურგიულად გამართვა, გადაღება, დამონტაჟება და გრაფიკულად გაფორმება.
სტანდარტული პაკეტი: მინიმალურ პაკეტზე დამატებულია ხმის ჩაწერის და მონტაჟის საკითხები.
შეხვედრები წარიმართება კვირაში სამჯერ.
მაქსიმალური პაკეტი: სტანდარტულ პაკეტზე დამატებულია ჟანრობრივი ფოტო სურათების გადაღების და დამუშავების საკითხები.
შეხვედრები წარიმართება კვირაში სამჯერ.
კურსის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროგრამები გათვლილია 1 ან რამდენიმე აკადემიურ ჯგუფზე, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება 15 მოსწავლით.
სწავლის საფასურს მშობელი იხდის ერთიანად სწავლის დაწყების წინ.
პროექტის განხორციელების პერიოდი: მარტი-აპრილი-მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნათია ბოლქვაძეს 599038288.
