სასკოლო კლუბები/წრეები
კალათბურთის კლუბი
🏀პირველი კერძო საკალათბურთო სკოლა „აკადემია“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. საკალათბურთო კლუბის მიზანია:
🔹ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვა;
🔸კალათბურთის პოპულარიზება;
🔹კალათბურთის განვითარება;
🔸ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენა და ხელშეწყობა;
🔹ახალგაზრდა მწვრთნელების მოზიდვა და კვალიფიკაციის ამაღლება.
✔️აკადემიის ფილიალი გაიხსნა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში. კეთილმოწყობილი დარბაზი, ლამაზი და მეგობრული გარემო, დაცული სივრცე... აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ისიამოვნონ კალათბურთით, შეიყვარონ სპორტის ეს სახეობა, მონაწილოება მიიღონ აკადემიის შიდა ტურნირებში და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში.
ნიჭიერი ბავშვები შეირჩევიან ასაკობრივ გუნდებში სათამაშოდ.
🏆აკადემიის გუნდები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ყოველწლიურად მონაწილეობენ თბილისის და საქართველოს ჩემპიონატებში, კლუბის შიდა შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში...
📢აკადემია-გიორგელები აცხადებს 2011-2019 წელს დაბადებული ბავშვების მიღებას!
ვარჯიშები ტარდება სასკოლო გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს.
🗓ვარჯიშების განრიგი:
2016 (IV კლასი), 2017 (III კლასი), 2018 (II კლასი), 2019 (I კლასი) წლებში დაბადებულები -- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 16:15 საათი
2012 (VIII კლასი), 2013 (VII კლასი), 2014 ( VI კლასი), 2015 (V კლასი) წელს დაბადებულები სამშაბათი, ხუთშაბათი 16:15 საათი, შაბათი -- 11:00 საათი.
⛹️♂️კვირაში ჩატარდება სამი ვარჯიში.
ვარჯიშების დაწყების თარიღი: 01 ოქტომბერი, 2025
ვარჯიშების დასრულების თარიღი: 30 ივნისი 2026
☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599964243
