სასკოლო კლუბები/წრეები
ნორჩი ქიმიკოსი
წრის მიზანია ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს დაეხმაროს ცოდნის შეძენაში. მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ჩატარდება საინტერესო ექსპერიმენტები, ქიმიური მოვლენები და რეაქციები გაიგივდება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და საქმიანობასთან. ასევე წრე დაეხმარება მოსწავლეებს გაურკვეველი საკითხების ათვისებაში.
წრეს წარუძღვება სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი ნინო მახარაძე.
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ ოთხშაბათობით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ნინო მახარაძეს - 595717102
