2025 წლის 26 მაისს წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
"ბავშვები ბავშვებისთვის“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდა სასკოლო საზოგადოება 15 წლის რომიკო დგებუაძის დასახმარებლად.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ნამუშევრები, კულინარიული ნაწარმი და სხვა ორიგინალური პროდუქცია, რომელიც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევდა, შეეძინათ ნივთები და ამ გზით მხარდაჭერა გაეწიათ ბენეფიციარისთვის.
ღონისძიების ფარგლებში ხელოვნებისა და სპორტის კათედრებმა წარმოადგინეს სასწავლო წლის შემაჯამებელი აქტივობები. გაიმართა წლის ფინალური შეხვედრები ჭადრაკში, რაგბსა და ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სერთიფიკატებით.