„წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ“ 2024 წლის 18 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვა.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სკოლის განვითარების გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს განათლების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების American International Accreditation Protocol-ის აღიარებას.
ეს მიღწევა განსაკუთრებული სტიმულია ჩვენი სკოლის გუნდისთვის, რათა კიდევ უფრო განვვითარდეთ და ჩვენს მოსწავლეებს შევთავაზოთ განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი.
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა კვლავ ერთგული რჩება მაღალი ხარისხის განათლების ხელშეწყობის პრინციპების და მადლობას უხდის საზოგადოებას ნდობისთვის!