სიახლეები

          • COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი

          • ამერიკული პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი.

            ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული სადიპლომო პროგრამის დანერგვის გზაზე სკოლისა და სასწავლო გარემოს შეფასება, საერთაშორისო სტანდარტებთან სასკოლო პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი.

            COGNIA-ს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან:სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებსა და კათედრის ხელმძღვანელებთან, მშობლებსა და მოსწავლეებთან.

            შეხვედრებისას დელეგაცია დეტალურ ინფორმაციას გაეცნო სკოლის ფილოსოფიის, მიზნების, სწავლა-სწავლების საკითხების, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის, პედაგოგთა პროფესიული გამოცდილებისა და მიდგომების შესახებ.

            ვიზიტის დასასრულს,COGNIA-ს წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციას გააცნეს დასკვნები და რეკომენდაციები. ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა.

            მადლობას ვუხდით ჩვენს სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის, COGNIA-ს ავტორიზაციის კომისის თითოეულ წევრს კეთილგანწყობილი, ობიექტური დამოკიდებულებისთვის.

            აღნიშნული პროცესი სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ისტორიის დასაწყისია.