ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყეს. სწავლა მიმდინარეობს განახლებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკლასო ოთახებში, რაც ქმნის საუკეთესო გარემოს აკადემიური განვითარებისთვის.
ამერიკული სადიპლომო პროგრამა აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ისე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო სტანდარტებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ენიჭებათ დიპლომი, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც მათ საშუალებას აძლევს განაგრძონ განათლება როგორც ადგილობრივ, ისე წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ განაცხადი ბმულზე: