სიახლეები

          • ამერიკული სადიპლომო პროგრამა – ახალი სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი

          • ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყეს. სწავლა მიმდინარეობს განახლებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკლასო ოთახებში, რაც ქმნის საუკეთესო გარემოს აკადემიური განვითარებისთვის.

            ამერიკული სადიპლომო პროგრამა აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ისე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო სტანდარტებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ენიჭებათ დიპლომი, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც მათ საშუალებას აძლევს განაგრძონ განათლება როგორც ადგილობრივ, ისე წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

            ამჟამად მიმდინარეობს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ განაცხადი ბმულზე: 

          • პირველი დღე სკოლაში

          • 2025 წლის 15 სექტემბერს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ოფიციალურად დაიწყო 2025–2026 სასწავლო წელი. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეები განახლებული ენერგიით დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს.

            პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელებისთვის: ისინი მშობლებთან ერთად ეწვივნენ სკოლას, გაიცნეს დამრიგებლები და დაათვალიერეს საკლასო ოთახები. მოსწავლეთა ადაპტაციის გასამარტივებლად სკოლამ სპეციალური გასართობი პროგრამა მოაწყო, რამაც დღე კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა.

            წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!

          • საზაფხულო ბანაკი ახალდაბაში

          • წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ყოველწლიურად აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, დაუვიწყარი 10 დღე გაატარონ ახალდაბის საზაფხულო ბანაკში — ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში.

            ბანაკი განკუთვნილია III-X კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს ბავშვების ზოგად განვითარებას სასკოლო სივრცის ფარგლებს გარეთ.

            ბანაკში გატარებული დღეები არა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს ტოვებს მოსწავლეებში, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ პიროვნულ ზრდაში. მოსწავლეები ბანაკიდან ბრუნდებიან უფრო დამოუკიდებლები, მოტივირებულები და სოციალურად აქტიურები.

          • "ბავშვები ბავშვებისთვის"-26 მაისის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

          • 2025 წლის 26 მაისს წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. 

            "ბავშვები ბავშვებისთვის“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდა სასკოლო საზოგადოება 15 წლის რომიკო დგებუაძის დასახმარებლად.

            საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ნამუშევრები, კულინარიული ნაწარმი და სხვა ორიგინალური პროდუქცია, რომელიც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევდა, შეეძინათ ნივთები და ამ გზით მხარდაჭერა გაეწიათ ბენეფიციარისთვის.

            ღონისძიების ფარგლებში ხელოვნებისა და სპორტის კათედრებმა წარმოადგინეს სასწავლო წლის შემაჯამებელი აქტივობები. გაიმართა წლის ფინალური შეხვედრები ჭადრაკში, რაგბსა და ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სერთიფიკატებით.

             

          • ბოლო ზარი 2025

          • 20 მაისს XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლამ უკვე მეთვრამეტე თაობა გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

            მასწავლებლებმა და თანასკოლელებმა თბილი სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები. ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა მოსწავლეთა სკოლის წლებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს.

            მოგვიანებით, სკოლის ეზოში გაიმართა სამახსოვრო წარწერების ტრადიციული ეტაპი, სადაც მოსწავლეებმა თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილები და სიტყვები დაუტოვეს.

            სკოლა ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულებას და უსურვებს მათ საინტერესო და წარმატებით სავსე მომავალს.

          • ამერიკული სადიპლომო პროგრამის ღია კარის დღე

          • წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ წარმატებით გაიარა ამერიკული სადიპლომო პროგრამის - COGNIA აკრედიტაცია. COGNIA გახლავთ გლობალური, მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქტიურად მოქმედებს მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაში. დღეისათვის მისი აკრედიტაციითა და სერტიფიცირებით 40 000 საჯარო და კერძო დაწესებულება სარგებლობს, რომელთა რიგებშიც უკვე ჩვენი სკოლაც შედის.

            ამერიკული სადიპლომო პროგრამით დაინტერესებული მშობლებისთვის 22 მარტს, 12 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც გაეცნობით ინფორმაციას სწავლების მეთოდოლოგიის და კურიკულუმის, სერტიფიცირებული ამერიკული დიპლომის უპირატესობების, AP საგნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

            ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე:

            https://forms.gle/7AYk3eRhRAQMETpn6

          • ღია კარის დღე

          • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში 23 თებერვალს, 13 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ სკოლის ადმინისტრაციას, გაიცნოთ პედაგოგები, დაათვალიეროთ საკლასო ოთახები და სკოლის ინფრასტრუქტურა, გაიგოთ მეტი სასწავლო პროგრამის შესახებ და აღმოაჩინოთ მრავალფეროვანი ექსტრაკურიკულური აქტივობები.

             

          • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას COGNIA-ს აკრედიტაცია მიენიჭა

          • „წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ“ 2024 წლის 18 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვა.

            ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სკოლის განვითარების გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს განათლების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

            განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების American International Accreditation Protocol-ის აღიარებას.

            ეს მიღწევა განსაკუთრებული სტიმულია ჩვენი სკოლის გუნდისთვის, რათა კიდევ უფრო განვვითარდეთ და ჩვენს მოსწავლეებს შევთავაზოთ განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი.

            წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა კვლავ ერთგული რჩება მაღალი ხარისხის განათლების ხელშეწყობის პრინციპების და მადლობას უხდის საზოგადოებას ნდობისთვის!

          • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მედიაწიგნიერების ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა

          • წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამართული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

            აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.

            ჩვენი სკოლის მეოთხე კლასელების მიერ შექმნილმა სახალისო ვიდეომ, რომელიც კრეატიული და ინოვაციური მიდგომით ასახავს დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებს, ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

            კომუნიკაციების კომისიამ ჩვენი სკოლა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკით დააჯილდოვა, რაც მოიცავს:

            • ინტერაქციულ დაფას
            • ლეპტოპს
            • მობილურის შტატივს
            • მიკროფონს
            • ლედ განათებას

            ამასთან ერთად, სკოლაში მოეწყო სპეციალური მედიაკუთხე, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის საშუალებას შექმნის, დამოუკიდებლად იმუშაონ მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტების შექმნაზე.

            სკოლამ, თავის მხრივ, გამარჯვებულ მოსწავლეებს საკითხავი კუთხე მოუწყო საკლასო ოთახში და ახლა უფრო კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ კითხვას და სწავლას.

            მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა!

          • COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი

          • ამერიკული პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა COGNIA-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი.

            ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული სადიპლომო პროგრამის დანერგვის გზაზე სკოლისა და სასწავლო გარემოს შეფასება, საერთაშორისო სტანდარტებთან სასკოლო პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი.

            COGNIA-ს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან:სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებსა და კათედრის ხელმძღვანელებთან, მშობლებსა და მოსწავლეებთან.

            შეხვედრებისას დელეგაცია დეტალურ ინფორმაციას გაეცნო სკოლის ფილოსოფიის, მიზნების, სწავლა-სწავლების საკითხების, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის, პედაგოგთა პროფესიული გამოცდილებისა და მიდგომების შესახებ.

            ვიზიტის დასასრულს,COGNIA-ს წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციას გააცნეს დასკვნები და რეკომენდაციები. ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა.

            მადლობას ვუხდით ჩვენს სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის, COGNIA-ს ავტორიზაციის კომისის თითოეულ წევრს კეთილგანწყობილი, ობიექტური დამოკიდებულებისთვის.

            აღნიშნული პროცესი სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ისტორიის დასაწყისია.

          • მასწავლებლის კვირეული

          • 27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს სკოლაში გაიმართა მასწავლებლის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა.

            მასწავლებლის კვირეულმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მასწავლებლების უდიდესი როლი და წვლილი ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის პროცესში.

            წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ყველა პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს!

          • პირველი დღე სკოლაში

          • წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში პირველმა დღემ განსაკუთრებულად მხიარულად და საზეიმოდ ჩაიარა.

            დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი და ამ დაუვიწყარ თავგადასავალში ჩვენი პირველკლასელებიც შემოგვიერთდნენ.

            ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!


          • Cognia-ამერიკული განათლება

          • 2024 წლის სექტემბრიდან წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ ამერიკულ პროგრამას.

            რატომ ამერიკული პროგრამა?

            ამერიკული აკრედიტაცია COGNIA-ს მიერ ემსახურება 40,000 საჯარო და კერძო დაწესებულებას დაწყებითი საფეხურიდან საშუალო სკოლის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კიდევ 90 ქვეყანაში.

            American High School Diploma: მიიღებთ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც გაგიხსნით გზას მსოფლიოს წამყვანი და საუკეთესო უნივერსიტეტებისკენ.

            ამერიკული პროგრამა VIII-XIl კლასის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან ამერიკულ კურიკულუმს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში.

            AP - საუნივერსიტეტო საგნები: შეთავაზებული Advanced Placement (AP) კურსების მრავალფეროვანი არჩევანი მოსწავლეებს მისცემს საერთაშორისო უნივერსიტეტებში პრიორიტეტული (Early Admission) ჩარიცხვისა და გრანტის მიღების უპირატესობას.

            აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტში ჩარიცხვები: სტენფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი (MIT), პრინსტონის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, ედინბურგის უნივერსიტეტი და ა.შ.

            ეს არის უნიკალური შანსი უმაღლესი ხარისხის ამერიკული განათლებისა და დიპლომის მისაღებად.

            მოემზადეთ მომავლისთვის დღესვე!

          • საზაფხულო ბანაკი ახალდაბაში

          • ჩვენი მოსწავლეები ზაფხულის ცხელ დღეებს ახალდაბაში, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში ატარებენ. ბანაკში ვერცერთ წამს მოიწყენ, აქ თითოეული დღე განსაკუთრებულია და დაუვიწყარი.ჩვენი ყოჩაღები სალაშქროდაც დადიან, სტუმრობენ მუზეუმებს, არც ფიზიკური ვარჯიში ეზარებათ და არც კითხვის საათი ავიწყდებათ, განსაკუთრებულად კი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ელოდებიან და დიდი ჟრიამულით გულშემატკივრობენ ჩვენს ფეხბურთელებს.

          • 26 მაისის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

          • 26 მაისს ჩვენს სკოლაში ტრადიციული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

            "ერთად ერთმანეთისთვის" - ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდა სასკოლო საზოგადოება ჩვენი მოსწავლის მამის და ჩვენი საყვარელი პედაგოგის მეუღლის, ლევან ზუროშვილის დასახმარებლად.

            ხელოვნებისა და სპორტის კათედრამ შეაჯამა მთელი წლის საქმიანობა.ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა თემატური ზონაში შეეძინათ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მათ მიერვე შექმნილი კულინარიული ნამუშევრები.

            ასევე, გამოვლინდნენ სკოლის ჩემპიონები ჭადრაკში, მხიარულ სტარტებში, რაგბსა და ფეხბურთში.

            #ერთადერთმანეთისვის სოლიდური თანხის შეგროვება შევძელით, რომელიც ჩვენი ბენეფიციარის ოჯახს გადაეცა.

            მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, რომელთაც მართლაც განსაკუთრებული სიყვარულით, მონდომებით, ერთობით ჩვენთან ერთად შექმნეს ეს დღე.

            აქვე, გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

            #GE27TB7329445063600010

            #GE31BG0000000580869038

            მიმღები მაკა ხელაძე.

          • შეხვედრა ავტორთან - კატო ჯავახიშვილი

          • ავტორის სტუმრობა ჩვენი წიგნიერი მოსწავლეებისთვის დიდი და მნიშვნელოვანი ამბავია.

            ამჯერად მეხუთეკლასელ წიგნის კლუბელებს მწერალი კატო ჯავახიშვილი ესტუმრა, რომლის "სიყვარულით ელლი" სულ ახლახანს წაიკითხეს ჩვენმა ჭკვიანებმა.

            შეხვედრაზე სტუმარმა და პატარა მასპინძლებმა სიამოვნებით უპასუხეს ერთმანეთის კითხვებს და გააზიარეს კითხვით მიღებული შთაბეჭდილებები.

            ჩვენი სტუმრისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო ბავშვების მიერ შექმნილი და წაკითხული "წიგნიდან გაპარული ამბები" აღმოჩნდა.

            მადლობას ვუხდით ჩვენი მკითხველების საყვარელ ავტორს სკოლაში სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.

            Book club "Giorgelebi"•წიგნის კლუბი "გიორგელები"

          • ღია კარის დღე

          • 23 მარტს წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა.

            შეხვედრაზე დაინტერესებულ მშობლებს სკოლის აკადემიურმა ნაწილმა გააცნო ინფორმაცია სასწავლო პროგრამის, სწავლის უპირატესობების, ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და სკოლის სამომავლო გეგმების შესახებ.

            პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო სკოლის ტური ჩვენი მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სტუმრებს დაათვალიერებინეს სკოლის სივრცე, საკლასო ოთახები და ინფრასტუქტურა.

            მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს, ვინც ჩვენს სკოლას ირჩევს.

          • სტუმრად საზოგადოებრივ მაუწყებელში

          •  

            მე-8 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს პირველ არხს ეწვივნენ. ვიზიტის წინაპირობას კი მათ მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად შექმნილი პროექტი „თანამედროვე მოზარდი და ტელესივრცე“ წარმოადგენდა.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს პავილიონები, საეთერო, ესტუმრნენ საქართველოს რადიოს და გაეცნენ სატელევიზიო გადაცემის შექმნის სპეციფიკას.

            ვიზიტის ფარგლებში მერვეკლასელები შეხვდნენ გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, რომელთანაც საინტერესო დისკუსია გაიმართა წიგნიერებასთან და განათლების გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

            მადლობას ვუხდით პირველი არხი-ს მასპინძ₾ობისთვის!

      • სათაური

      • Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.

        Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.