სასკოლო კლუბები/წრეები
აზროვნების სამყარო
კლუბი "აზროვნების სამყარო"
კლუბის მიზანი: სამყაროს შეცნობის უნარ-ჩვევების, არგუმენტირებული მსჯელობის დახმარებით ჭეშმარიტების დადგენის უნარის განვითარებაა. დღევანდელ ციფრულ საუკუნეში, სადაც სანდო და ფალსიფიცირებული ინფორმაცია ერთნაირი მოცულობით მოედინება უწყვეტ ნაკადად, ლოგიკური აზროვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კლუბის ამოცანაა კლუბში ჩართულ მოსწავლეებს სწორი აზროვნების წესები შევასწავლო, რაც მათ ჭეშმარიტების სწრაფად დადგენაში დაეხმარება და ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს. სწავლებისათვის გამოიყენება: ინტერაქცია; დამოუკიდებლად დავალების შესრულება; გაუგებარი საკითხის მასწავლებლის დახმარებით, ახსნით შესრულება; სასწავლო-შემეცნებითი თამაშები.
კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი და ლოგიკის პედაგოგი მარინა ჩხიკვიშვილი.
მეცადინეობები ჩატარდება:
IV-V-VI კლასები
სამშაბათობით 15:00 სთ. (მეცადინეობის დღე და დრო შეიძლება შეიცვალოს მსურველთა რაოდენობისა და სურვილის გათვალისწინებით).
ყოველთვიური საფასური 80 ლარი