სასკოლო კლუბები/წრეები
სახვითი ხელოვნების წრე
სახვითი ხელოვნების წრის მიზანია მოსწავლე:
* ეზიაროს სახვითი ხელოვნების ტექნიკას
* შექმნას ნამუშევრები სხვადასხვა მასალის გამოყენებით
* გაეცნოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს
* განიტვირთოს და შემოქმედებით პროცესში მიიღოს დიდი სიამოვნება.
წრეს ხელმძღვანელობს სახვითი ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი ელენე ბერაძე.
მეცადინეობები ჩატარდება:
I-II-III-IV კლასები
ხუთშაბათობით15:30 სთ. (მეცადინეობის დღე და დრო შეიძლება შეიცვალოს მსურველთა რაოდენობისა და სურვილის გათვალისწინებით).
ყოველთვიური საფასური 70 ლარი