სასკოლო კლუბები/წრეები
მუსიკის წრე
გუნდის მიზანია მოსწავლე ეზიაროს, საწყის ეტაპზე, ქართულ-ხალხურ სიმღერას, თანდათან შეიძინოს აკადემიური სიმღერის ჩვევები და ეტაპობრივად შეასრულოს მსოფლიო საგუნდო აკადემიური მუსიკა.
გუნდის მეცადინეობებს ხელმძღვანელობს ანსამბლ "მარგალიტის" წევრი და ჩვენი მუსიკის მასწავლებელი მზია დავლაშერიძე.
მეცადინეობები ჩატარდება:
I-VI კლასები
სამშაბათი და ხუთშაბათი 16:30-დან 17:30-მდე (მეცადინეობის დღე შეიძლება შეიცვალოს მსურველთა რაოდენობისა და სურვილის გათვალისწინებით).
ყოველთვიური საფასური 80 ლარი.