სასკოლო კლუბები/წრეები

        • წიგნის კლუბი

        • 📚წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში მეხუთე წელია ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი.

          🌟კლუბი შეიქმნა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის ბაზაზე და მისი შექმნის მიზანია, მოსწავლეებმა ტრადიციული საგაკვეთილო პროცესის მიღმა არაფორმალურ გარემოში სასარგებლო წარმატებით შეუთავსონ სასიამოვნოს.

          💡ეს ფორმატი მათ საშუალებას აძლევს, იკითხონ წიგნები სიამოვნებით და შედეგად: აიმაღლონ წიგნიერების დონე, შეძლონ სიღრმისეულად და კრიტიკულად გაიაზრონ წაკითხული ტექსტები, გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები, გაეცნონ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს, იმსჯელონ, იფიქრონ, ჩაერთონ დისკუსიაში, პატივი სცენ განსხვავებულ მოსაზრებებს.

          ✨კლუბში მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით და კითხულობენ საგანგებოდ მათთვის შერჩეულ ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას. თვეში ერთხელ კი იკრიბებიან და განიხილავენ ბიბლიოთეკის მყუდრო და კომფორტულ გარემოში.

          ⚜️გარდა ამისა, კლუბის წევრები ხვდებიან მოწვეულ სტუმრებს(მწერლებს, მთარგმნელებს, მსახიობებს...), ერთვებიან წიგნთან დაკავშირებულ აქტივობებში სკოლასა თუ სკოლის გარეთ, აწყობენ ლიტერატურულ ვიქტორინებსა და კონკურსებს.

          📌 წელს კლუბი საქმიანობას ტრადიციულად ოქტომბრიდან განაახლებს და მაისში დაასრულებს.

          🌻წინ ლიტერატურულად საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული წელი გველოდება.

          😍წიგნის კლუბს ხელმძღვანელობს ნათია ჟვანია.

          📌  კლუბში გაწევრიანება ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა და  შედის  სკოლის ღირებულებაში.

          ✨ კლუბის შეხვედრები ჩატარდება თვეში ერთხელ გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულის საათზე.

          📣 კლუბში რეგისტრაციისთვის:

          1. მოსწავლეები (საკუთარი სურვილის საფუძველზე) სკოლაშივე დამრიგებლის მეთვალყურეობით ავსებენ მკითხველის ბარათს.

          2. მშობლები რეგისტრაციას გაივლიან არსებულ ბმულზე ⬇️ ამით პასუხისმგებლობას იღებენ:

          ა.  უზრუნველყოფენ კლუბში მოსწავლის რეგულარულ დასწრება-ჩართულობას, 

          ბ. თვეში ერთხელ შერჩეული ლიტერატურით მოსწავლის დროულად უზრუნველყოფას, 

          გ. სკოლისგარე აქტივობებში მოსწავლის სისტემატურ ჩართულობას.

          3. კლასის დამრიგებელი რეგისტრაციას გაივლის დამრიგებელთათვის განკუთვნილ ბმულზე, რითაც პასუხისმგებლობას იღებს მოსწავლის რეგულარულ დასწრება-ჩართულობაზე და მათ დროულ ინფორმირებულობაზე.