სასკოლო კლუბები/წრეები
კალათბურთის კლუბი
NBA-ისთან ოფიციალური პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში NBA-ის საკალათბურთო სკოლის სახელით დაიწყო ჩვენს სკოლაში ფუნქციონირება.
სკოლამ საქმიანობა გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყო პირველ ეტაპზე ლისის ფილიალით და დღეს უკვე 4 ფილიალს აერთიანებს: ლისზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სოლოლაკში.
როგორც NBA-ის ოფიციალურ პარტნიორებთან, სკოლაში ვარჯიშები სპეციალური პროგრამით - NBA Way მიმდინარეობს. ყველა ვარჯიშს NBA-ის მიერ აკრედიტირებული მწვრთნელი ხელმძღვანელობს და მასთან ერთად ჩართული ქართველი მწვრთნელებიც NBA-ის საერთო პროგრამაში არიან გაერთიანებულები, რაც მათ დამატებით აძლევთ წვდომას როგორც სასწავლო მასალებზე, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.
ჩვენ, როგორც NBA-ის სკოლის წარმომადგენლები, ყოველწლიურად ვიღებთ შესაძლებლობას გავემგზავროთ NBA-ის მიერ ორგანიზებულ Camp-ზე. ერთი, ეს არის აბუ-დაბის Camp, სადაც NBA-ის სხვადასხვა ქვეყნის სკოლები არიან წარმოდგენილები, და მეორე იანვრის შუა პერიოდში ევროპაში (იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქში ტარდება NBA-ის შეხვედრები ქალაქები იცვლება, 2027-ის იანვარში იქნება პარიზში), სადაც სხვადასხვა ქვეყნის NBA-ის სკოლებთან ერთად ვარჯიშის გარდა, ჩვენ მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ NBA-ის თამაშს.
გარდა საერთაშორისო Camp-ისა, ჩვენ თავად წელიწადში 2 ჯერ ვმართვთ Camp-ს, რომელსაც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული Camp Director უძღვება (ახლახანს, 6 სექტემბერს დავასრულეთ 4 დღიანი ღონისძიება, რომელსაც კრისტოფერ ოლივერი სტუმრობდა). ამ Camp-ზე როგორც ჩვენი აკადემიის წევრებს, ასევე სხვა გუნდების მოთამაშეებს ვაძლევთ დასწრების შესაძებლობას და ეს უნიკალური გამოცდილება მათ ეხმარებათ თამაშის უკეთ გაგებაში.
ვინაიდან გასული წელი პირველი საოპერაციო წელი იყო ჩვენთვის, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა არ მიგვიღია, წელს ვგეგმავთ რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კონკურენტუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული გუნდებით შევძლოთ მონაწილეობა.სპეციალური შეთავაზება ჩვენი მოსწავლეებისთვის:
პირველი 3 ვარჯიში საჩუქრად!
• 10% ფასდაკლება სკოლის მოსწავლეებისთვის;
• ვარჯიში ჩვენი სკოლის სპორტულ დარბაზში
ჯგუფებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე:
წრთვნების პერიოდი:
სამშაბათი - ხუთშაბათი - შაბათი
წრთვნის დროები:
სამშაბათი - ხუთშაბათი - 16:30სთ-დან 19სთ-მდე
შაბათი - 11:30სთ- დან 14 სთ-მდე
U10-U12
https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/.../1583320
U14-U17
https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/.../1583325
კითხვების შემთხვევაში დაგვიკაშირდით: +995 555 02 77 02
დამატებით კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მობ: 579075307
ელ. ფოსტა: rkakabadze@jbsacademy.ge