20 მაისს XII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლამ უკვე მეთვრამეტე თაობა გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მასწავლებლებმა და თანასკოლელებმა თბილი სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები. ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო სპეციალურად მომზადებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა მოსწავლეთა სკოლის წლებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს.
მოგვიანებით, სკოლის ეზოში გაიმართა სამახსოვრო წარწერების ტრადიციული ეტაპი, სადაც მოსწავლეებმა თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილები და სიტყვები დაუტოვეს.
სკოლა ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულებას და უსურვებს მათ საინტერესო და წარმატებით სავსე მომავალს.