წმ. გიორგის საერთაშორისო სკოლაში კომპანია “Future Laboratory” ისთან პარტნიორობის შედეგად, III-VIII კლასებში დაინერგა “მომავლის პროფესიების” სწავლება პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდით
მოსწავლეებმა მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვა, მიტანის სერვისის ავტომატიზირება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, ჰიგიენური პროცედურების გამარტივება და დაცვა Covid 19 ის დროს.
სახალისო და საინტერესო გაკვეთილებთან ერთად, ბავშვები გაეცნენ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და გარკვეული გამოცდილებაც მიიღეს.