3
2026 წლის ზამთრის საბანაკო შეხვედრა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილებით დასრულდა. წელს მოსწავლეები ბაკურიანში ორ ნაკადად გაემგზავრნენ, სადაც მეგობრულ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაუვიწყარი 8 დღე გაატარეს. საბანაკო პროგრამა მოიცავდა თხილამურებით სრიალს პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ასევე მრავალფეროვან შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე იყო მორგებული.