სიახლეები

          • ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი-Ocean Apart, World Together 

          • 2მ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განახორციელა — Ocean Apart, World Together თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯთან და ამერიკის ჯერმანთაუნის სატელევიზიო სკოლასთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას, მედია-განათლების განვითარებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში.

            პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ როგორც რეპორტიორები და ფოტოგრაფები. პირველ ეტაპზე მათ მენტორების ხელმძღვანელობით გაიარეს ტრენინგები ვიზუალური თხრობის, ფოტოგადაღებისა და რეპორტაჟის მიმართულებით. შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებმა გადაიღეს ხუთი ვიდეო სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

            პროექტის დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ტელეხიდი, პანელურ დისკუსიაში ჩვენმა მოსწავლეებმა ამერიკელ თანატოლებთან ერთად განიხილეს ქართული და ამერიკული განათლების სტანდარტები.

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-27 სასწავლო წლისთვის

          • წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა უკვე 29 წელია წარმატებით ემსახურება განათლებას. მრავალწლიანი პრაქტიკა, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიონალი გუნდი ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოსწავლეები ბუნებრივად და სტაბილურად იზრდებიან.

            სწავლება ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე პედაგოგიურ და მოსწავლეზე დაფუძნებულ მიდგომებთან. სასწავლო პროცესი აერთიანებს მრავალფეროვან ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებს, რომლებიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა, განივითარონ უნარები და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქციონ.

            საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა ამერიკულ სადიპლომო პროგრამაზე. პროგრამა ეყრდნობა Common Core-ისა და Next Generation სტანდარტებს.მოსწავლეებს შეუძლიათ:

            • გაიარონ AP (Advanced Placement) საუნივერსიტეტო კურსები
            • მიიღო ამერიკული დიპლომი,რომელიც თანაბრად აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

            პირველ კლასებში ადგილები შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

            თუ გსურთ მეტი გაიგოთ სკოლის ყოველდღიურობაზე, ფასეულობებზე და გარემოზე, ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ ტურს.

            დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 256 05 04.

            გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ბმულზე.

        • სათაური

        • Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint, adipisci, quibusdam, ad ab quisquam esse aspernatur exercitationem aliquam at fugit omnis vitae recusandae eveniet.

          Inventore, aliquam sequi nisi velit magnam accusamus reprehenderit nemo necessitatibus doloribus molestiae fugit repellat repudiandae dolor. Incidunt, nulla quidem illo suscipit nihil!Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit.