წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა უკვე 30 წელია წარმატებით ემსახურება განათლებას. მრავალწლიანი პრაქტიკა, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიონალი გუნდი ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოსწავლეები ბუნებრივად და სტაბილურად იზრდებიან.
სწავლება ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე პედაგოგიურ და მოსწავლეზე დაფუძნებულ მიდგომებთან. სასწავლო პროცესი აერთიანებს მრავალფეროვან ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებს, რომლებიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა, განივითარონ უნარები და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქციონ.
საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა ამერიკულ სადიპლომო პროგრამაზე. პროგრამა ეყრდნობა Common Core-ისა და Next Generation სტანდარტებს.მოსწავლეებს შეუძლიათ:
- გაიარონ AP (Advanced Placement) საუნივერსიტეტო კურსები
-
მიიღო ამერიკული დიპლომი,რომელიც თანაბრად აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
პირველ კლასებში ადგილები შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ სკოლის ყოველდღიურობაზე, ფასეულობებზე და გარემოზე, ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ ტურს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 256 05 04.
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ბმულზე.