სიახლეები

          • ალუმნი-გზა სკოლიდან პროფესიულ კარიერამდე

          • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში, 1 აპრილს, სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლის ალუმნებთან, რომელსაც X, XI და XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები: ელენე ალადაშვილი, ნინი კოპალეიშვილი, მარიამ თოფურიძე, თეგა ხელაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აგრძელებენ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

            ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა. სპიკერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პროფესიის არჩევის პროცესში, უნივერსიტეტში სწავლის თავისებურებებსა და კარიერული განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში და ევროპაში, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას.

            დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს სკოლის როლზე მათ პროფესიულ განვითარებაში და იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად სკოლის პერიოდში.

            შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები საკუთარი მომავლის დაგეგმვისთვის.