6
წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში 2026–2027 სასწავლო წელი დაიწყო.
15 სექტემბერს სკოლამ მოსწავლეებს ახალი აკადემიური წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო პროცესი ახალი მიზნებითა და გეგმებით განახლდა.
განსაკუთრებით ემოციური იყო სწავლის დაწყება ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებიც სკოლის დიდ ოჯახს პირველად შემოუერთდნენ.
ტრადიციულად, წლევანდელი სასწავლო წელიც ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოს, აკადემიური განვითარების ხელშეწყობას, დამოუკიდებელი აზროვნებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარებას.