1
2026 წლის 20 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა მე-19 გამოშვების მოსწავლეთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება. ეს დღე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულს და ახალი შესაძლებლობებით სავსე გზის დასაწყისს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში დამამთავრებელმა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად გაიხსენეს სკოლის წლები, მნიშვნელოვანი მიღწევები და ის გამოცდილება, რომელმაც თითოეული მათგანის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს მათ წარმატებას შემდგომ საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში.