სიახლეები

          • საზაფხულო ბანაკი აშშ-ში

          • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში გაატარეს. პროგრამა აერთიანებდა საგანმანათლებლო, კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, ინგლისური ენა ყოველდღიურ გარემოში გამოეყენებინათ, გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურასა და ისტორიას და საერთაშორისო გარემოში ახალი გამოცდილება მიეღოთ.

            ბანაკის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ოთხი დღე ნიუ-იორკში გაატარეს, სადაც მოინახულეს ქალაქის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილები, მათ შორის Metropolitan Museum of Art, Central Park, Brooklyn Bridge, Wall Street, 9/11 Memorial, Statue of Liberty და Ellis Island. 

            ტურის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ეწვივნენ ფილადელფიას, ბალტიმორსა და ვაშინგტონს. ვიზიტების განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ ამერიკის ისტორიულ და სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, მოენახულებინათ White House, Capitol, Smithsonian Museum, Lincoln Memorial და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები.

            გარდა კულტურული და შემეცნებითი ტურისა, ბანაკი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებითაც გამოირჩეოდა. 

            საერთაშორისო საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლეების პიროვნული და აკადემიური განვითარების პროცესში. მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს ენობრივი უნარების განვითარებას, კულტურათაშორისი ცნობიერების გაღრმავებასა და იმ კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომლებიც თანამედროვე გლობალურ გარემოში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.